მნიშვნელოვანისიახლეები

მასწავლებლების და ბაღის აღმზრდელების ე.წ. რანდომული ტესტირება დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მალე სკოლის მასწავლებლებისა და ბაღის აღმზრდელების ე.წ. რანდომული ანუ შერჩევითი ტესტირება დაიწყება.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მალე დავიწყებთ მასწავლებლების ე.წ. რანდომულ ტესტირებას. თქვენ იცით, რომ თუ ერთი მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა სკოლის სრული იზოლირება არ ხდება. კლასი გადადის ონლაინ სწავლებაზე, მასთან შემხებლობაში მყოფი მოსწავლეები და მასწავლებლები გადადიან თვითიზოლაციაში. ასეთი წერტილოვანი შეზღუდვები თბილისის მასტაბით განხორციელდება არა მხოლოდ სკოლებში, არამედ დიდ დაწესებულებებშიც. ასევე იქნება ბაღების შემთხვევაშიც. ჯგუფი გადავა თვითიზოლაციაში. ბაღის დეზინფექცია გაკეთდება, მოხდება ხშირი განიავება და სველი წესით დალაგება. თუ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ბაღში, გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მივიღებთ, გააჩერებს მთელი ბაღი მუშაობს თუ არა. ე.წ. რანდომული ანუ შერჩევითი ტესტირება ბაღის აღმზრდელებსაც შეეხებათ”, – განაცხადა მან.

მსგავსი პოსტები

Back to top button