მნიშვნელოვანისაქართველო

მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

დღეიდან, პირველი თებერვლიდან საქართველოში მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება.

წამყვანი მასწავლებელი სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში 700 ლარს აიღებს, ხოლო მენტორი – 1 000 ლარს აიღებს.

განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ ცვლილებებამდე წამყვანი მასწავლებლის დანამატი 500, ხოლო მენტორის 700 ლარი იყო.

სამინისტროს მიერ მომზადებული სქემა პედაგოგებს საშუალებას აძლევს კატეგორიაში დაწინაურდნენ და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button