მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მატანის სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის ორივე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, საკლასო ოთახებში განახლდა.
ინფორმაცია რადიო ჰერეთს ახმეტის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მანანა ნადიბაიძემ დაუდასტურა.
“სოფელ მატანში, ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესი კლასებში აღგვედგინა. ყველა რეგულაციის დაცვით, ბავშვები სკოლაში დადიან. დღეს დაფიქსირებულ შემთხვევას კი, სკოლასთან არავითარი კავშირი არ აქვს”, – განაცხადა ნადიბაიძემ.
შეგახსენებთ, რომ მატანში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, საჯარო სკოლებში სასწავლო წელი ვერ დაიწყო.
კოვიდ-19 სოფელში, 9 სექტემბერს გამოვლინდა. ვირუსი ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა, რომელსაც გორში ქორწილი ჰქონდა.
14 სექტემბერს მატანში, კორონა ვირუსის უკვე 12 შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც სოფელში სამედიცინო კარვების განთავდება მოჰყვა. გაფართოებული ტესტირების შედეგად, კვლევა 700-ზე მეტ ადგილობრივს, ჩაუტარდა.
სოფლის შესასვლელ-გასასვლელში, სამედიცინო პუნქტებიც დაიდგა, სადაც მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობდა.
თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ, 6 ოქტომბერს, სოფელში კორონავირუსის შემთხვევა ისევ დადასტურდა.
კითხვას, იგეგმება თუ არა, დამატებითი ზომების გატარება, მატანში, ვირუსის პრევენციისათვის, დადავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში, არ უპასუხეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button