მატარებელმა დაშვებულ სიჩქარეს ორჯერ გადააჭარბა

მატარებელი, რომელიც ფილადელფიაში რელსებიდან გადავიდა, დასაშვებზე ორჯერ მეტი სიჩქარით მიდიოდა –
განაცხადა ბრიფინგზე ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა. აგრეთვე, მატარებელი არ იყო აღჭურვილი დამუხრუჭების ავტომატური სისტემით, რომელიც ტრაგედიას თავს აარიდებდა.
ავარიამდე, შემადგენლობა 170 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, როცა გზის ამ მონაკვეთზე, მარტო 80 კმ/სთ სიჩქარე იყო დასაშვები. მემანქანის დაკითხვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ვინაიდან იგი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზებული.
ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 200 მძიმედ დაშავდა.