მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

აბაშის ახალი მერი მუშაობას შეუდგა

აბაშის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი გიგა გაბელაია მუშაობას შეუდგა. ახალი მერი თანამშრომლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ წარუდგინა.

„აბაშის მუნიციპალიტეტს ყავს განათლებული, გამოცდილი მერი, გიგა გაბელაია. ის მოვიდა კონკრეტული გეგმებით, რეალისტური სტრატეგიებითა და მიზნებით. დარწმუნებული ვარ, აბაშის მუნიციპალიტეტს ექნება უკეთესი ხვალინდელი დღე, იქნება კიდევ უფრო განვითარებული და წარმატებული,“-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

გიორგი გუგუჩიამ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა სახელმწიფო პროგრამის პრიორიტეტებსა და რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე.
„კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩემს აბაშელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ თითოეულმა აბაშელმა იგრძნოს საკუთარ თავზე მეტი კეთილდღეობა. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, თუმცა დავინახეთ პრობლემებიც, რომლებიც აუცილებლად მოგვარდება.

არაერთხელ აღვნიშნე, მიუხედავად იმისა, თუ სად ვსაქმიანობდი, მთავარი ამოსავალი წერტილი ჩემი ხალხის, ჩემი აბაშელების ინტერესები იყო. მზად ვარ, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება ასეთივე სულისკვეთებით, სიყვარულით მოვახმარო მშობლიურ მხარეს,“-განაცხადა გიგა გაბელაიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button