რეგიონი
მათე ჭანტურია კიდევ ერთი ახალგაზრდა რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში წავიდა

კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში წავიდა, ზუგდიდელი მათე ჭანტურიაა.
“გაგვეპარა უკრაინაში მალე დაგვიბრუნდი შინ ჩემო სიცოცხლე ძმაო.
მათე ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია , რომელსაც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უნდოდა წასვლა და წავიდა კიდეც! წავიდა ისე რომ არავისთვის არაფერი უთქვამს. 3 წელია მათეს ვიცნობ და გაცნობის დღიდან ვფიქრობდი რომ ყველაზე სუფთა ადამიანია.
იცნობდეთ ჩემს საუკეთესო მეგობარს, ჩემს გმირ მეგობარს
მადლობა მათე! “-წერენ მათეს მეგობრები სოციალურ ქსელში.
13 მარტიდან “ქართულ ლეგიონში” იმყოფებიან პოეტი თემურ ელიავა და ლოტბარი ბუბა სორდია.