მატიემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

“ბარსელონას” ფრანგმა მცველმა ჟერემი მატიემ სანაკრებო კარიერა დაასრულა. 32 წლის ფეხბურთელი აცხადებს, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დროს 35 წლის იქნება და ტურნირზე მოხვედრა გაუჭირდება, ამიტომ ასპარეზს ახალგაზრდებს უთმობს.

ფრანგმა მცველმა ეს გადაწყვეტილება ნაკრების მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამთან განიხილა. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბულგარეთისა და ჰოლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩასატარებელი მატჩებისთვის ჟერემი მატიე საფრანგეთის ეროვნული გუნდის განაცხადში გამოძახებული იყო, მაგრამ ამ გადაწყვეტილების შემდეგ იგი ელიაკიმ მანგალათი შეცვალეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button