სპორტ-ნიუსისპორტი

მბაპე რეალში უფასოდ მიდის. ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება

გერმანული ტაბლოიდების ინფორმაციით,კილიან მბაპესა და მადრიდის რეალს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

BILD წერს,რომ 23 წლის ფრანგის რეალში გადასვლა გარდაუვალია.ის მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

მისი წლიური ხელფასი რეალში 50 მილიონი ევრო იქნება,რაც მესის ხელფასზე პსჟ-ში 10 მილიონით მეტია.

მთელი საფეხბურთო სამყარო ამ ტრანსფერს ელოდება.მბაპე რეალს მიმდინარე სეზონის ბოლოს უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება

ფაქტს მხარეები ჯერ ოფიციალურად არ ახმოვანებენ,თუმცა ისიც ცნობილია,რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პსჟ სწორედ რეალს დაუპირისპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button