ეკონომიკამნიშვნელოვანისიახლეები

MBC-ში თავმდამსხმელი ჯერ-ჯერობით გაურკვეველი მოტივაციით შეიჭრა

განახლებადი:

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ-ბი-სი-ში “მიკრო ბიზნეს კაპიტალში” გავრცელებული ინფორმაციით თავდამსხმელი გაურკეველი მოტივაციით შეიჭრა.

შენიშვნა: თავდაპირველი ვერსიით 5 თავდამსხმელი იყო, თუმცა, მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა რომ  მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 1 თავდამსხმელია, რომელაც საბრძოლო მოქმებებაში აქვს მოყვანილი ხელყუბმარა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა 9 მძევლიდან 2 გაათავისუფლეს, რომლებიც ამ წუთებში გამომძიებლებტან იმყოფებიან.

გავრცელებული ცნობით,თავდამსხმელი მედიის საშუალებით ითხოვს მოთხოვნების გავრცელებას.

ორგანიზაციის ბანკის წერეთლის ფილიალთან, რომელიც ძალიან ახლოსაა დიდუბის პოლიციის შენობა, ამ წუთებისთვის სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

გარეპერიმეტრი კი გადაკეტილი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მობილიზებულია რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი.

თბილისის პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. გამოძიებიდან გამომდინარე ის მოუწოდებს მედიას, პირდაპირ ეთერში არ გადასცენ სპეცოპერაცია.
ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ “ემ-ბი-სი”-მაც

“გვინდა გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.
შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება “ემბისი”-ს უპირველესი ამოცანაა.”- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button