მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

მდინარაძე შაშკინის იარაღით გადაადგილებას, გოიმობად აფასებს

დიმიტრი შაშკინი დემონსტაციულად და გოიმურად პისტოლეტით შეიარაღებული გადაადგილდებოდა – წარმოუდგენელი გოიმობაა, დიდი კაბურით, წინ გამოსაჩენად პისტოლეტი დაიკიდო და მენტორული მიხვრა-მოხვრით გადაადგილდებოდე, – ამის თაობაზე “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“კახა ოქრიაშვილის შემდეგ ადასტურებს, რომ დიახ, ისიც იარაღით დადის. ეს სასოწარკვეთილების პიკია და გასაგებია, მაგრამ ეს არის მტკიცებულება იმისა, რაზეც ჩვენ გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვლაპარაკობდით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ

მისივე თქმით, ბოლნისში დიმიტრი შაშკინთან ერთად, აღნიშნულ ქალაქში არარეგისტრირებული, არამცხოვრებელი ადამიანები გადაადგილდებიან

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის შეფასებით, პარტიებმა არაფერი უნდა გააკეთონ ისეთი, რამაც შეიძლება ამომრჩეველი შეაშინოს.

„მე ამას უარყოფითად ვაფასებ, მგონია, რომ ეს არ არის სწორი. როდესაც ისედაც დაძაბული ვითარებაა, არჩევნები მიმდინარეობს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, არაფერი უნდა გააკეთონ ისეთი, რამაც შეიძლება შეაშინოს ამომრჩეველი. ამიტომ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, გააკეთონ ყველაფერი, რათა ჩვენ საარჩევნო გარემოს შეფასებისას პრობლემები არ გვქონდეს და ასევე, გააკეთონ ყველაფერი, არ შეუქმნან განწყობა ამომრჩეველს, რომ საშიშია უბანზე მისვლა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოვიქცეთ ისე, როგორც ჩვენი ამომრჩევლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის იქნება უკეთესი. თუ პირს იარაღის ტარების უფლება აქვს, ცხადია ეს არ არის პრობლემა, მაგრამ ძალიან ცუდ აღქმას ტოვებს და ეს არის ძალიან ცუდი. ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ასეთი რამ არ გააკეთონ, ეს არის ცუდი, რადგან ჩვენ ისედაც ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს არჩევნების ჩატარება, ძალიან ბევრი ბარიერი აქვთ ჩვენს მოქალაქეებს, რადგან პანდემიის პირობებში ტარდება არჩევნები და ნუ შევუქმნით დამატებით განწყობებს, რომ არ მივიდნენ არჩევნებზე. ამიტომ, წყნარ გარემოში არჩევნების ჩატარება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილების ფაქტი დაადასტურა თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი შაშკინმა. თუმცა, შაშკინმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის საარჩევნო უბანზე გადაადგილდებოდა. ამასთან, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ იარაღით გადაადგილდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button