მდინარე გუბისწყალში 2 ძმა დაიხრჩო
უბედური შემთხვევა სამტრედიაში. სოფელ დიდ ჯიხაიშში – მდინარე გუბისწყალში 2 ახალგაზრდა დაიხრჩო.
მეზობლების თქმით, 19 და 20 წლის ძმები მდინარეში ბანაობდნენ. ერთ-ერთი მათგანი იხრჩობოდა და მეორემ დახმარება სცადა. თუმცა ვერ შეძლო.
ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა ამოიყვანეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.