მდინარე რიონი ადიდდა

უხვმა ნალექმა მდინარე რიონის ადიდება გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახური.

ხელისუფლების ინფორმაციით, ამ დროისათვის პანიკის საფუძველი არ არსებობს. პროცესებში თავდაცვის სამინისტროც გეგმავს ჩართვას.

ამ დროისათვის ვითარება ადგილზე სტაბილურია.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული პროცესი დაკვირვებას საჭიროებს, რადგან მდინარის კიდევ უფრო ადიდება გამორიცხული არ არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button