მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მდინარე რიონში 16 წლის ბიჭს ეძებენ

ფოთში, მდინარე რიონში ხიდიდან გადავარდნილი მოზარდის სამძებრო სამუშაოებისთვის სპეციალური შტაბი შეიქმნა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად ყველა შესაბამისი უწყება გაერთიანდა.


სამძებრო სამუშაოები ფოთში მდინარე რიონზე დილიდან განახლდება – მაშველები 16 წლის მოზარდს ეძებენ. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მე-10 კლასის მოსწავლე ხიდის მოაჯირზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა. სამაშველო სამუშაოები ფოთში გუშინ გვიანობამდე მიმდინარეობდა – პროცესში ჩართული იყო 20 მაშველი, ასევე მყვინთავები, მოხდა აჭარიდან დამატებითი ძალების მობილიზება.

მოისმინეთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, მიშა ფეიქრიშვილის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button