მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მდუმარე მილიონერები საქართველოს პარლამენტში

ნაწილი დეპუტატებისა, რომლებიც მათი ამომრჩევლის ხმა უნდა იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში, წლების განმავლობაში საერთოდ არ იღებს ხმას. ისინი არც კანონების წერით იწუხებენ თავს.

ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

სამაგიეროდ, დეპუტატებისგან განსხვავებით, სათქმელს გაცილებით ხმამაღლა და მკაფიოდ ამბობს მათი ქონება და სიმდიდრე, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება. და ეს ხშირად, ბიუჯეტიდან მიღებული ტენდერების ხარჯზე ხდება.

კახა კალაძის დაცვის ყოფილი წევრი გია ბენაშვილი პარლამენტში, “ქართული ოცნების” რიგებში 2016 წლიდან ირიცხება. საკანონმდებლო ორგანოში ის პარტიული სიით მოხვდა. გია ბენაშვილი “ოცნების” იმ დეპუტატთა შორისაა, რომლებსაც გასულ წლებში, საკომიტეტო მოსმენებსა თუ სესიებზე, არც განცხადება გაუკეთებიათ და არც სიტყვით გამოსულან. თუმცა, ბენაშვილის ქონებრივი დეკლარაცია ყოველწლიურად იზრდება. თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე, დეპუტატმა არაერთი მიწის ნაკვეთი და ფართი შეიძინა.

მოისმინეთ გია ბენაშვილის ხმა.

საქართველოს პარლამენტში “ქართული ოცნების” რიგებში გამდიდრებულ დეპუტატებს შორისაა თემურ გოცირიძე.

დეპუტატმა “ოცნებას” 2016 წელს 40 ათასი ლარი შესწირა. პარლამენტში ყოფნისას კი, დიდი ოდენობის უძრავი ქონება დააგროვა. თემურ გოცირიძე ყველა ამ ბრალდებას უარყოფს.

მოისმინეთ თემურ გოცირიძის ხმა.

2016 წლიდან დღემდე, დიდი ქონება დააგროვა გორის მაჟორიტარმა დეპუტატმაც. იოსებ მაკრახიძემ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებიდან ათასობით მილიონი ლარი მიიღო. შიდა ქართლის მასშტაბით, ყველა ტენდერში მაკრახიძესა და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიები უკონკურენტოდ იმარჯვებენ. მრავალი მილიონი ლარით არის გაზრდილი მისი კომპანიების შემოსავლებიც. დეპუტატი “ქართული ოცნების” მსხვილი შემომწირველია, რომელმაც 2019 წლის ნოემბერში, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

იოსებ მაკრახიძემ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება, ამჯერად, არ ისურვა. მისი საქმიანობის შესახებ კი, შიდა ქართლში “სამოქალაქო მოძრაობის” წარმომადგენელი ბაჩანა ხუციშვილი საუბრობს.

კიდევ ერთი გამდიდრებული პარლამენტარი ღუდუშაურისა და ჩაჩავას კლინიკების აქციების მფლობელი, “ოცნების” დეპუტატი ელგუჯა გოცირიძეა. მისმა ექიმებმა 2018 წელს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ათობით ათასი ლარი შესწირეს. ჟურნალისტებთან საუბარი არც მან ისურვა.

არასამტავრობო ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფცია”-ს დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე გამდიდრებული მდუმარე დეპუტატების მოტივაციაზე საუბრობს.

ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” მდუმარე დეპუტატებს მორჩილებისთვის იყენებენ. პარლამენტში მმართველი გუნდისთვის არასასურველი კანონპროექტის ჩასაგდებად, ამ დეპუტატების არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა კენჭისყრის და მხარდაჭერის დროს ენიჭება.

მოისმინეთ “ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან ხაბეიშვილის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button