მძღოლები გომბორის გზის გაწმენდას ითხოვენ

გადაადგილების პრობლემა თელავი-გომბორის საავტომობილო გზაზე.

როგორც რადიო “ჰერეთს” მძღოლებმა აცნობეს, გზის ზოგიერთი მონაკვეთი მოყინულია და გადაადგილება შეუძებელი. მძღოლები აღნიშნავენ, რომ გომბორის გზის ნაწილზე არც ტექნიკური მარილია დაყრილი და არც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე თქმით, თუ მარილის დაყრა არ ხდებოდა, ადგილზე პატრული უნდა ყოფილიყო და მათთვის ამ გზით სარგებლობის უფლება არ მიეცა. ისინი დროულ რეაგირებას ითხოვენ.

გზების დეპარტამენტში კი მძღოლების პრეტენზიებს არ იზირებენ და ამბობენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნულ გზაზე ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინაოებოდა. როგორც რადიო “ჰერეთს” ამირან მუსხვანმა განუცხადა, “შესაძლებელია, რომ ზოგიერთ ადგილზე, რომელსაც მთა ეფარება პრობლემა იყოს, თუმცა გზის 90 პროცენტი თავისუფალია”.

მსგავსი პოსტები

Back to top button