”პატრიოტთა ალიანი ” ცესკო-ს უჩივის

„პატრიოტთა ალიანსმა – გაერთიანებულმა ოპოზიცია“ -ამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკო-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

პარტია ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს.

საქალაქო სასამართლოში განაცხადი მიიღო და სხდომა ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება.

”პატრიოტთა ალიანსში” განმარტავენ, მათ ცესკო-მ ექვსი სადეპუტატო მანდატი მიაკუთვნა, თუმცა რეალურად მეტი ეკუთვნით.
პარტიის წევრების მტკიცებით, მანდატების ამგვარი გადანაწილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ 17 მანდატი, რომელიც 5%-იან ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიებისგან მოგროვდა, პარლამენტში შესულ ყველა პარტიაზე თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button