მნიშვნელოვანისიახლეები

მე-11 პარლამენტის პირველ სხდომას უხუცესი წევრი ლადო კახაძე გაუძღვება

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ახალი პარლამენტის პირველი სხდომა ორშაბათს, 25 ნოემბერს, გაიმართება და 12:00 საათზე დაიწყება.

მან 22 ნოემბერს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა პროცედურები ჩატარდება პირველ დღეს:

„ცესკოს უკვე გამზადებული აქვს პარლამენტის არჩეულ წევრთა დროებითი მანდატები. ყველა წევრმა უნდა აიღოს ეს ცესკოსგან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის არჩევის თარიღი ჩაინიშნება, რის შემდეგაც ცესკო აყალიბებს საარჩევნო კოლეგიას, რომელიც 300 წევრისგან შედგება.

„მოკლედ მოგახსენებთ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. თარიღი ჩაინიშნება. ამის შემდეგ უკვე ცესკო ერთვება პროცესში, რომელიც ატარებს ზოგადად ამ არჩევნებს. თარიღის დანიშვნის შემდეგ ცესკო აყალიბებს საარჩევნო კოლეგიას, რომელიც 300 წევრისგან შედგება. მათ შორის არის 150-ვე პარლამენტის წევრი, ხოლო მეორე ნახევარი, 150 ყალიბდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრისგან, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრისგან და დარჩენილი 109 წევრი უკვე ყალიბდება თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან, 2021-2022 წელს პარტიების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციის შესაბამისად. ამ პროპორციასაც დაადგენს ცესკო. ეს არის ის პროცედურები, რომელიც ჩვენ გველის მომავალ კვირას და მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ამომრჩევლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ინტერესით ელოდება მომავალ კვირას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმითვე, 25 ნოემბერს, დილის 11 საათიდან დაიწყება სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა წერილობითი რეგისტრაცია:

„11 საათიდან სხდომათა დარბაზთან დაიწყება სიის მეშვეობით ახლად არჩეული წევრების გატარება, 12 საათზე კი დაიწყება სხდომა, რომელსაც გაუძღვება პარლამენტის უხუცესი წევრი ლადო კახაძე“.

პარლამენტის 25 ნოემბრის დღის წესრიგი კი, თავმჯდომარის თანახმად, ასეთი იქნება:

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მოხსენება არჩევნების შედეგებზე;
მისი მოხსენების შემდეგ პარლამენტის/პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობა;
შესვენება – რა დროსაც ყალიბდება ფრაქციები;
შესვენების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის და მოადგილეობის კანდიდატების დასახელება და არჩევა;
მორიგი შესვენება, რა დროსაც ყალიბდება კომიტეტები;
განახლებულ სხდომაზე კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა.
უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 21 ნოემბერს განაცხადა, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატი კვლავ მოქმედი სპიკერი შალვა პაპუაშვილი იქნება.

შალვა პაპუაშვილის თანახმად, პირველ სასესიო კვირაში პარლამენტის დღის წესრიგი ასეთია:

ახალი პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნა – ეს თარიღი პარლამენტმა უნდა დანიშნოს;

ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება და სამთავრობო პროგრამის დამტკიცება;
“კვირის განმავლობაში დღის წესრიგში ასევე იქნება პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, სამთავრობო პროგრამასთან ერთად. შესაბამისად, მომავალ კვირას, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობასთან ერთად, ნდობას გამოვუცხადებთ მთავრობას და მომავალი კვირის ბოლოსთვის უკვე გვექნება სრულად როგორც ფუნქციონირებადი მე-11 მოწვევის პარლამენტი, ისე ახლად დამტკიცებული მთავრობა”, – თქვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგი განმარტა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის შესაბამისად, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღის უნდა გაიმართოს. ასევე, მოგეხსენებათ და ჩანს საჯაროდ, რომ სალომე ზურაბიშვილი კვლავ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და არ ნიშნავს პირველ სხდომას. ამავე მუხლის განაწესით, მან უნდა განსაზღვროს ამ ათი დღის განმავლობაში, რომელ დღეს გაიმართოს სხდომა. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება 25 ნოემბერს, კერძოდ, დაიწყება 12:00 საათზე.

გაგაცნობთ პროცედურებს, როგორ იქნება მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი დღე. როგორც მოგეხსენებათ, ცესკო-მ უკვე გააკეთა განცხადება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე გამზადებულია არჩეულ წევრთა დროებითი მანდატები, ამიტომ ყველა არჩეულმა წევრმა მანდატი ცესკო-სგან უნდა აიღოს. 25 ნოემბერს, 11:00 საათიდან დაიწყება რეგისტრაცია. წერილობითია რეგისტრაცია, ვინაიდან ჩვენ ელექტრონულ სისტემაში არ არიან ახალი პარლამენტის წევრები შეყვანილი და პარლამენტის სხდომათა დარბაზთან იქნება სიის მეშვეობით ახლად არჩეული წევრების რეგისტრაციაში გატარება. 12:00 საათზე დაიწყება უკვე ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა, რომელსაც წარუძღვება მისი უხუცესი წევრი, ლადო კახაძე, ისევე, როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტის შემთხვევაში იყო“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ რეგლამენტით დადგენილი პირველი სხდომის დღის წესრიგი განმარტებისას აღნიშნა, რომ პირველი საკითხი არის უფლებამოსილების ცნობა.

„იცით, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეც არის ჩართული ამ პროცესში. მისი მოხსენების შემდეგ მოხდება პარლამენტის მხრიდან პარლამენტის წევრების 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობა და ამ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება, რის შემდეგაც უკვე ყალიბდება ფრაქციები შესვენების დროს. შესვენების შემდეგ უკვე ხდება წარმოდგენა პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა. შემდეგ კვლავ ცხადდება შესვენება, რომლის დროსაც ხდება კომიტეტების ჩამოყალიბება. ამის შემდეგ უკვე ხელახალ სხდომაზე კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა. შესაბამისად, პირველ სხდომაზე ჩვენ გვექნება სამი ძირითადი საკითხი. ეს გახლავთ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა, მათ შორის თავმჯდომარის და მისი მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა.

რაც შეეხება უკვე სასესიო კვირას, კვირის განმავლობაში ჩვენს დღის წესრიგში იქნება ერთი, პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა. როგორც იცით, პარლამენტმა უნდა ჩანიშნოს არჩევის თარიღი და ასევე, ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება სამთავრობო პროგრამასთან ერთად. შესაბამისად, ჩვენ მომავალ კვირას, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობასთან ერთად, ნდობას გამოვუცხადებთ მთავრობას და მომავალი კვირის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება სრულად, როგორც ფუნქციონირებადი მე-11 მოწვევის პარლამენტი, ისე ახლად დამტკიცებული მთავრობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილს, რომელიც პრეზიდენტად 2018 წელს აირჩიეს, უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება.

შემდეგ პრეზიდენტს პირდაპირი არჩევნების გზით აღარ აირჩევენ.

პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელსაც 300 ადამიანი აკომპლექტებს:

საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი);
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი);
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი);
109 ადამიანი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.
ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნები 16 ნოემბერს შეაჯამა. „ქართულმა ოცნებამ“ ხმების თითქმის 54% მიიღო, რაც პარლამენტში 89 დეპუტატს ნიშნავს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, – რომელიც, ოპოზიციური პარტიების მსგავსად, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, – საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა არჩევნების არაკონსტიტუციურობის საკითხზე.

იგი მიიჩნევს, რომ არჩევნების ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპები დაირღვა და ამიტომ შედეგები უნდა გაბათილდეს.

საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული „სერიოზული ეჭვები“.

ამასთან შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეულები არ არის დიპლომატიური კორპუსი.

“მე მოწვევები უკვე დავაგზავნე გუშინწინ. პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეულები არიან მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები.

რაც შეეხება ელჩებს, ისინი მოწვეული არ არიან პირველ სხდომაზე, ვინაიდან ეს გახლავთ ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი საკითხი, რაც ეხება არჩევნებს და პარლამენტის პირველ სხდომას, მათ შორის, უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით. მნიშვნელოვანია რომ ელჩების თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი არ არის” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button