რეგიონისაქართველოსიახლეები

მე–12 სართულიდან ძაღლის გადმოგდებისთვის 31 წლის კაცი დააკავეს

ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი ახალგაზრდა მამაკაცმა კორპუსის მე-12 სართულიდან ექვს აპრილს გადმოაგდო. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში თამუნა ლალიაშვილმა გაავრცელა.

“ეს კაცი სტუმრად იყო მისული ერთ–ერთ ოჯახში, სადაც მასპინძელთან მოუვიდა კოფლიქტი. ხმაურზე გამოვიდა ამ ძაღლის მეპატრონე გასაშველებლად და გამოჰყვა ცუგა. იმ კაცმა მოკიდა ხელი და აივნიდან გადააგდო.” – ჰყვება “სამხრეთის კარიბჭესთან” ლალიაშვილი.

მომხდარზე გამოძიება გუშინ, რვა აპრილს სსკ-ს 259 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია. აღნიშნული მუხლი ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

31 წლის კაცი, რომელმაც ძაღლი მე–12 სართულიდან გადმოაგდო, დღეს, ცხრა აპრილს დააკავეს. იგი ბორჯომელია.

ძაღლის მდგომარეობა მძიმეა. ის თბილისში ვეტერინარულ კლინიკაში გადმოიყვანეს, სადაც დღეს ოპერაცია ჩაუტარდა. მუცლად მყოფი ლეკვები მკვდრები არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button