მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“მე-13 დღეა ვიბრძვით. ოკუპანტებს ვანადგურებთ, სადაც შეგვიძლია, ყველგან-ზელინსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც უკრაინასთან ბრძოლაში 13 დღის განმავლობაში დაკარგა. თუმცა, მისივე განცხადებით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს “საკმარისი მკვლელობის მანქანები”.

“მე-13 დღეა ვიბრძვით. ოკუპანტებს ვანადგურებთ, სადაც შეგვიძლია, ყველგან. მაგრამ არის ცა, ასობით რუსული საკრუიზო რაკეტა. ოკუპანტების ასობით საბრძოლო თვითმფრინავი. ასობით ვერტმფრენი. დიახ, ჩვენ ვანადგურებთ. რუსეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც ამ 13 დღის განმავლობაში უკრაინაში.

ჯერ კიდევ აქვთ საკმარისი რაკეტები ტერორისთვის. ხუთას კილოგრამიანი ბომბები ჯერ კიდევ საკმარისად აქვთ, რომ ჩამოაგდონ ჩერნიგოვისა და კიევის თავზე, ოდესასა და ხარკოვზე, პოლტავასა და ჟიტომირზე, ათეულობით უკრაინის ქალაქზე, მილიონობით მშვიდობიან უკრაინელი მოქალაქეზე,” – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, 12 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარდა პერსონალისა, რუსეთის მხარეს სხვადასხვა სახის სამხედრო აღჭურვილობის დანაკარგიც აქვს.

„რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგები 8 მარტის მონაცემებით: დაიღუპა 12 000 რუსი სამხედრო. განადგურდა: 48 თვითმფრინავი, 80 ვერტმფრენი, 303 ტანკი, 60 ცისტერნა, 7 უპილოტო საფრენი აპარატი, 1036 სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანა, 120 საარტილერო მოწყობილობა, 56 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 474 მანქანა, 3 ხომალდი და 27 საზენიტო საბრძოლო სისტემა“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button