მნიშვნელოვანისიახლეები

მე-20 ბრიგადის ოფიცრის მეუღლეს ვირუსი დაუდასტურდა

თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ოფიცრის მეუღლეს, კორონა ვირუსი დაუდასტურდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, პაციენტი მკურნალობას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის.

ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რამდენიმე საათში, ინფიცირებულს, სპეციალურ კოვიდ კლინიკაში გადაიყვანენ, ხოლო კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

COVID -19 დაუდასტურდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მანტანში მცხოვრებ ერთ პირსაც.

ეპიდემიოლოგები მისი კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.

თავდაცვის სამინისტროს მე-20 კადრირებული ბრიგადის ოფიცერს, ვირუსი 30 სექტემბერს გამოუვლინდა.

დღევანდელი მონაცემებით, კახეთის რეგიონში, კორონა ვირუსის 70 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button