“მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა”

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, კომპანია „შველას“ მშენებარე კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა.

ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მონაცემებით, გამოძახებულ ბრიგადას მუშა ადგილზე უკვე გარდაცვლილი დახვდა, მაგრამ იქ მყოფთა მოთხოვნით, ის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მყოფი მუშები ამ დროისთვის სამშენებლო საქმიანობას განაგრძობენ. მათი თქმით, გარდაცვლილი დაახლოებით 40 წლის იყო და ხშირად მაღალი წნევა აწუხებდა. მშენებლების თქმით, დაცულია უსაფრთხოების ნორმები და გადმოვარდნის დროს მე-6 სართულზე სხვა მუშა არ იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button