მე-60 ადგილი მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში
საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილზეა.
ორგანიზაციის შესაბამისი ანგარიში დღეს გამოქვეყნდა.
ანგარიშში საქართველოში მედიაგარემო შეფასებულია, როგორც „პლურალისტული”, თუმცა არა ბოლომდე დამოუკიდებელი.
„საქართველში მედია პლურალისტულია, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან პოლარიზებულია. რეფორმებმა, რომლებიც ბოლო წლებში გაატარეს, მედიამფლობელების გამჭვირვალობის ხარისხი და თანამგზვარული ტელევიზიის პლურალიზმი გააუმჯობესა, თუმცა მედიაკომპანიების მფლობელები ჯერ კიდევ ხშირად ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, „რუსთავი 2“, მთავარი ეროვნული ოპოზიცური სატელევიზიო არხი ყოფილ მფლობელებს დაუბრუნდა, შედეგად არხის სარედაქციო პოლიტიკა პროსამთავრობო გახადა და თითქმის ყველა ჟურნალისტმა არხი დატოვა. კონფლიქტის შედეგად ჩამოყალიბდა ორი ახალი ოპოზიციური არხი. აჭარის რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებელი არაერთხელ გახდა ზეწოლის მსხვერპლი, რომ კონკრეტული პარტიისთვის დაეჭირა მხარი. პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლა ხშირი არ არის, მაგრამ გრძელდება და ხშირია მუქარები. აზერბაიჯანელი დისიდენტის, ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე, გამოძიება ჯერ ვერ იძლევა საფუძვლიან განმარტებას, თუ როგორ მოხდა ეს ფაქტი. თბილისში მისი გატაცების შემდეგ ის აზერბაიჯანის პოლიციის პატიმრობაში აღმოჩნდა. მისმა გატაცებამ ქართველები შოკში ჩააგდო, როცა მათი ქვეყანა ტრადიციულად სთავაზობს თავშესაფარს დისიდენტებს მეზობელი ქვეყნებიდან“, – ნათქვამია ორგანიზაციის „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ ანგარიშში.
მსოფლიო პრესის თავისუფლების 2020 წლის ინდექსში 61-ე ადგილზეა სომხეთი, აზერბაიჯანი – 168-ე, თურქეთი – 154-ე, რუსეთი – 149-ე, უკრაინა – 96-ე.