მნიშვნელოვანისაქართველო

“მე ალბათ ფრენებს დავაბრუნებდი” – ლავროვი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის სურვილი გამოთქვა. ფრენების განახლებაზე გაზეთ “კომერსანტთან” ისაუბრა.

“მე ალბათ ფრენებს დავაბრუნებდი, რადგან ქართველთა დიდმა ნაწილმა გააცნობიერა იმ გამოხტომის კონტრპროდუქტიული და პროვოკაციული ხასიათი, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოხდა. მაშინ როცა იქ საერთაშორისო მართლმადიდებლური პარლამენტთაშორისი ასამბლეა მიმდინარეობდა,”- განაცხადა ლავროვმა კომერსანტთან საუბრისას. რუსეთის საგარეო მინისტრის თქმით, ის ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოსთან მეგობრობას.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button