სპორტი

„მე ჩელსიში ტიტულები მოვიგე“- „ტოტენჰემის“ მწვრთნელმა „ჩელსის“ ახალ მწვრთნელს მატჩის წინ ირონიულად შეახსენა

დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე პრემიერლიგაში „ჩელსის“ და „ტოტენჰემის“დაპირისპირება დაიწყება.

ჟოზე მოურინიომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ჩელსის“ ახალ დამრიგებელზე მისთვის ჩვეული ზეწილა განახორციელა.

ტუხელს შეახსენა, რომ როცა ის თავად წვრთნიდა არისტოკრატებს, მათ მრავალი ტიტული მოაგებინა. ამასთან ერთად, „ჩელსის“ ფეხბურთელების მაღალი კლასიც აღნიშნა და თქვა,რომ ამ კლუბში მუშაობა საკმაოდ ადვილია.

სამაგიეროდ, ტუხელმა შეაქო ტოტენჰემი და ისაუბრა ბავშვობაში ამ გუნდის მიმართ გამოვლენილ სიმპათიაზე.

რაც შეეხება თავად მატჩს, მოურინიოს დანაკლისი აქვს, ჰარი კეინი ტრამვირებულია და გუნდს მომავალ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

ტუხელისთვის ეს სასიამოვნო ინფორმაციაა და სიხარულს არც კი მალავს: „როცა ტოტენჰემში კეინი არ თამაშობს, მათ წინააღმეგ თამაში ბევრად ადვილია“ – აღიშნა „ჩელსის“ ახალმა თავკაცმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button