მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“მე ვღარიბდები, მოსახლეობა არ გაღარიბებულა”

“რაღაც მეც გავყიდე, რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფოს სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ, შემოსავალი აკლდება.” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ქონებრივი დეკლარაცია დეტალურად შევსებულია.

„ქონებრივი დეკლარაცია, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შევსებულია დეტალურად და იქ არის ყველაფერი დაცული. რაღაც მეც გავყიდე, რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ, შემოსავალი აკლდება. რა გინდათ, მოგიყვეთ ჩემს წინა ცხოვრებაში შემოსავლები რამდენი მქონდა?” – აღნიშნა გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, გაღარიბდა თუ არა 2015 წლის შემდეგ, გახარიამ დადებითი პასუხი გასცა.

„ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი, იმიტომ, რომ ვემსახურები ამ ქვეყანას. მოსახლეობა არ გაღარიბებულა. მოსახლეობას უჭირს, რა თქმა უნდა, და ამას არავინ უარყოფს. არ არის მორალური, როცა ასეთ კითხვას ღიმილით სვამთ, ესეც ამორალურია. გულწრფელად გეუბნებით ყველანაირი პირადულის გარეშე, რადგან სპეკულირება მოსახლეობის სიღარიბით ჩემთვის მიუღებელია.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მოისმინეთ გიორგი გახარიას ხმა.

“საქართველოში „ქართული ოცნების” 8-წლიანი მმართველობის პირობებში შეიცვალა 67 მინისტრი და ერთი გაღარიბებული მინისტრი მაჩვენეთ.” – ასე ეხმიანება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, შეცვლილი მინისტრების გვარები შეიძლება საზოგადოებას აღარც ახსოვს.

“თუმცა, ამ 67-დან 60-ის გვარს ვერც კი გახსენებთ თქვენ.” – განაცხადა გოცირიძემ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button