მეცნიერებმა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზღვარი დაადგინეს [Photo/video]

ამერკელმა მედიკოსებმა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო ზღვარი დაადგინეს. ინფორმაციას ჟურნალი Nature აქვეყნებს.

მედიკოსთა გამოთვლით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის მაქსიმალური საშუალო ზღვარი 115 წელს შეადგენს, ხოლო ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის აბსოლუტური ზღვარი კი 125 წელს უდრის. იმის ალბათობა, რომ ადამიანი აღნიშულ ვადაზე უფრო მეტ ხანს იცოცხლებს, 0,0001 პროცენტს შეადგენს.

სპეციალისტებმა ასეთი დასკვნა XX და XXI საუკუნეებში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ანალიზზე დაყრდნობით გამოიტანეს.

როგორც ცნობილია, დედამიწის უხუცესი ადამიანი, რომლის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები ოფიციალურადაა დადასტურებული, ფრნაგი ქალბატონი ჟანა კალმანი იყო, რომელიც 1997 წლის 4 აგვისტოს გარდაიცვალა. კალმანმა 122 წელი, 5 თვე და 14 დღე იცოცხლა.

როცა ჟურნალისტებმა ქალბატონ ჟანას მისი დღეგრძელობის საიდუმლოს განდობა სთხოვეს, მან უპასუხა:

“ვეწეოდი, ვსვამდი და მამაკაცთა მხრიდან ყურადღებაც არ მაკლდა”.

აღსანიშნავია, რომ ჟანა კალმანი 95 წლის მანძილზე თამბაქოს ეწეოდა და მხოლოდ 117 წლის ასაკში – ოპერაციის შემდეგ თავი დაანება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”43981″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button