მსოფლიო

მედია: ისრაელის თავდაცვის კონტრაქტორი უკრაინას პოლონეთის გზით ანტიდრონების სისტემებს აწვდის

ისრაელის თავდაცვის კონტრაქტორი უკრაინის სამხედროებს პოლონეთის გავლით ანტიდრონების სისტემებს აწვდის. ამის შესახებ The Times of Israel წერს.

გაზეთის ცნობით, კომპანიამ თავდაცვის სამინისტროს განუცხადა, რომ აღჭურვილობას პოლონეთზე ყიდდნენ და არ იცოდნენ, რომ ვარშავა შუამავალი იყო იარაღის კიევში გადასატანად.

თავდაცვის ინდუსტრიის წყაროებმა განმარტეს, რომ ანტიდრონის სისტემები კლასიფიცირებულია, როგორც „მოწინავე თავდაცვითი ტექნოლოგია“ და შესაბამისად, არ არის დამტკიცებული უკრაინაში გასაყიდად.

აღნიშნულია, რომ ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ეწინააღმდეგება როგორც შეტევითი, ისე მოწინავე თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის მიყიდვას იმ მოტივით, რომ ეს დააზარალებს იერუსალიმის „დელიკატურ ურთიერთობას“ მოსკოვთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button