“მედია ჯი”-ს რედაქტორი გამოძიების დაწყებას ითხოვს [Audio]
ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე ინტერნეტ გამოცემა “მედია ჯის” რედაქტორი პროკურატურას მიმართავს.
დავით მჭედლიძე გამოძიების დაწყებას ითხოვს. მჭედლიძის განცხადებით, რუსთავში ის ერთ-ერთ ქუჩაზე კონფლიქტური სიტუაციის გასაშუქებლად მივიდა.
ადგილზე მას კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ. ერთ-ერთმა სამართალდამცავმა ის ოთახიდან გააძევა, რის შემდეგაც მას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მჭედლიძის აზრით, მომხდარში სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები იკვეთება.
სარჩელი მჭედლიძეს საია-ს რუსთავის ოფისმა მოუმზადა. სასარჩელო განცხადება ჟურნალისტმა პროკურატურაში უკვე შეიტანა.
მოუსმინეთ ჟურნალისტის დავით მჭედლიძის და იურისტის ეკა ფავლენიშვილის კომენტარს