მსოფლიოპოლიტიკასიახლეები

მედია – პუტინმა იანუკოვიჩი მინსკში გადაიყვანა და მისი “უკრაინის პრეზიდენტად” გამოცხადება სურს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინიდან გაქცეული ვიქტორ იანუკოვიჩი მინსკში გადაიყვანეს და მის “უკრაინის პრეზიდენტად” გამოცხადებას გეგმავენ. ინფორმაციას მედია დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, ბელარუსში შეეცდებიან გამოაცხადონ იანუკოვიჩი „უკრაინის პრეზიდენტად“.

„მიღებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი შესაძლოა ამზადებს საინფორმაციო ოპერაციას ან მოქმედებას ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში დასაბრუნებლად.” -ვკითხულობთ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა 2010 წლის 25 თებერვლიდან 2014 წლის 22 თებერვლამდე. ევრომაიდნის მოვლენების დროს ის რუსეთში გაიქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button