მედია: “უკრაინის მთავრობამ სააკაშვილის დანიშვნა უკან გაიწვია”
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/04/saakashvili-4.jpg)
უკრაინის მთავრობამ უმაღლესი რადადან ქვეყნის რეფორმების საკითხთა ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შესახებ წინადადება უკან გაიწვია.
ამის შესახებ უკრაინული გამოცემა “ცენზორი” წერს.
როგორც გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, იური ბუტუსოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებული ხმაურიანი ისტორია დაბლოკილია და უცნობია, მოხდება თუ არა საერთოდ. მისივე თქმით, ფრაქცია “ხალხის მსახურში”, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, 248 დეპუტატიდან მხოლოდ 140-170 ხმის შეგროვება მოხერხდა”.
ბუტუსოვის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ მმართველ ფრაქციაში სათანადო მხარდაჭერა არ არსებობს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გადაწყვიტა, რომ სააკაშვილის მხარდასაჭერად, ღიად არ გამოვა.
“შეიძლება, რამე შეიცვალოს, რადგან პრეზიდენტი ხომ ემოციებით იმართება, მაგრამ ამჟამად პრეზიდენტის ოფისმა წინადადება უკან გაიწვია. ახლა განიხილავენ იმას, თუ რა შესთავაზონ სააკაშვილს.” – დაწერა უკრაინელმა ჟურნალისტმა.