მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მედიაჰოლდინგი ჰერეთი გმობს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს

მედიაჰოლდინგი ჰერეთი გმობს ძალადობრივი და რადიკალური ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული მედიაზე თავდასხმის ყველა ფაქტი.

ასევე მიეცეს ყველა მედიასაშუალებას თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა.

ვუცხადებთ სოლიდარობას და თანადგომას ყველა მედიასაშუალების წარმომადგენლს, რომლებიც დაზიანდნენ დღევანდელ მიმდინარე მოვლენებზე.

დღეს, 5 ივლისის დილიდან „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე ჰომოფობიური ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებიან. დაშავებულია ათობით ჟურნალისტი და ოპერატორი.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button