მნიშვნელოვანისაქართველო

მედიაჰოლდინგი ჰერეთი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

კორონავირუსის საფრთხის გამო, მედიაჰოლდინგი ჰერეთი მუშაობის საგანგებო, ნაწილობრივ დისტანცირებულ რეჟიმზე გადადის და 16 მარტიდან რადიო თბილისის ოფისიდან მთელ რიგ გადაცემებს აჩერებს.  

ახალი ამბები არ გაჩერება,თუმცა 16 მარტიდან იშვიათი გამონაკლისისს გარდა,მხოლოდ რადიო ჰერეთის ლაგოდეხის სტუდიიდან გავრცელდება ჰოლდინგის კიდევ 2 რადიოსადგურში თბილისსა და ციტრუსში.

კომპანიის დამფუძნებლის რამაზ სამხარაძის თქმით, მთავრობის განცახდების ფონი იძლევა დასკვნების გამოტანის საშუალებას, რომ ქვეყნაში ფაქტობრივად საგანგებო რეჟიმია.

“ყველა დამოუკიდებელი მედია, რომელიც პირდაპირ არის მიბმული ბიზნესის წარმატებაზე დახურვის საფრთხის წინაშეა”- აცხადებს სამხარაძე და ამბობს, რომ წარმოდგენა არა აქვს როგორ იქნება მაუწყებლის მუშაობის პროცესი მარტის ბოლოდან.

“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვეულებრივ,თუმცა ასევე ვაცნობიერებთ საფრთხეებსაც. კორონავირუსი ჩვენც გვეხება, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა 100 % დამოკიდებული ვართ სარეკლამო შემოსავლებზე…მარტის თვეში ასეთი კლება, აგვისტოს ომის შემდეგ, 2009 წლის მერე არ გვქონია.სწორედ ამიტომ ბიზნესი უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე და ყველამ შევუწყოთ ხელი მის გაძლიერებას და განვითარებას.

იმედი მაქვს, ყველა ერთმანეთის გვერდით დავდგებით და შევუწყობთ ხელს როგორც ბიზნესის მუშაობას ასევე დამოუკიდებელ მედიას.” – აცხადებს სამხარაძე.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button