მნიშვნელოვანისიახლეები

მედიაჰოლდინგი ჰერეთი “ფეიკ რადიოკვლევებს” გაასაჩივრებს

მედიაჰოლდინგი ჰერეთი და მისი რადიოსადგურები: ჰერეთი, რადიო თბილისი და რადიო ციტრუსი, კვლევით კომპანია “გამას” სასამართლოში უჩივლებს. რადიო იმედს კი ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიაში.

საქმე ეხება, რადიოკვლევის ე.წ შედეგებს, რომელიც კომპანია “გამამ” გაავრცელა და რომლის მიხედვითაც, რადიო “იმედი” “ყველაზე სმენად საინფორმაციო რადიოდაა” დასახელებული.

ჰერეთი მიიჩნევს, რომ კვლევა ყალბია, მანიპულირებულია და არ ასახავს რეალურ შედეგებს.

“ერთხელ და სამუდამოდ, შეიქმნება პრეცედენტი, რომ რადიოკვლევებით მანიპულირება ჩვენს ქვეყანაში დასრულდეს. აღნიშნული კვლევებით რადიოსადგურები საკუთარ ეთერში და ბიზნესთან მანიპულირებენ, ამით კი სარეკლამო ბიუჯეტები ქვეყანაში არასწორად ნაწილდება, რითაც დამოუკიდებელი მაუწყებლები ზარალდებიან. “. – აცხადებენ ჰერეთის მენეჯმენტში. რომლის რადიოსადგურ “თბილისს” FM93.5  “გამას” გამოკითხული 950 -ი სატელეფონო რესპოდენტიდან, მხოლოდ 2 % უსმენს. იმედს კი – 34 %.

მაშინ როცა, რადიკალურად სხვა სურათია სოციალურ მედიაში, სადაც ფეისბუქის უნიკალური დათვლით რადიო “იმედი” მე-5-ე პოზიციაზეა. რადიო თბილისი კი – პირველზე.

რადიო “იმედის” კონტენტი არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევის საგანი.

2021 წელს “ევროკავშირის”, “გაეროს” და “ინტერნიუსის” რადიოს ახალი ამბების კვლევამ მკვეთრად უარყოფითად შეაფასა რადიო”იმედის” ახალი ამბების სამსახურის მუშაობა:

“რადიო „იმედი“ ახალ ამბებს მოკლედ და ზედაპირულად აშუქებდა. საინფორმაციო
გამოშვებებში ბალანსი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არაერთხელ დაირღვა, რადგან
ხელისუფლება – ოპოზიციის დაპირისპირებებზე აგებული ახალი ამბები, უმეტესად მმართველი
გუნდის პოზიციიდან იყო წარმოდგენილი – ჟურნალისტები ხელისუფლების კრიტიკას
ერიდებოდნენ და ოპოზიციის მხრიდან მმართველი გუნდის მიმართ გამოთქმულ ნეგატიურ
შეფასებებსაც დროს ნაკლებად უთმობდნენ, ან ოპოზიციონერების მწვავე განცხადებებს ისეთ
კონტექსტში წარმოადგენდნენ, სადაც კრიტიკა შესუსტებული და ძალადაკარგული ჩანდა.
თემების მრავალფეროვნებით არც რადიო „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებები
გამოირჩეოდა. თუმცა, ზოგჯერ, ეთერში ხვდებოდა ისეთ სიახლეები, რომლითაც სხვა
რადიომაუწყებლები არ ინტერესდებოდნენ. მაგალითად, მთავრობის ან კონკრეტული
სამინისტროს აქტივობები, ინფორმაცია რომელიმე ინფრასტრუქტურული პროექტის
განხორციელების შესახებ. ამ თემების გაშუქებისას მმართველი გუნდის წარმომადგენლები,
უმეტესად, დადებით კონტექსტში შუქდებოდნენ.” – წერია ანგარიშში. 

ჰერეთი სასამართლოში სარჩელს უახლოეს დღეებში შეიტანს.

“ფეიკ რადიოკვლევებით” არაერთი მედია მანიპულირებს. 2018 წელს ჰერეთმა რადიო პალიტრასაც უჩივლა, რომელმაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიჩქმალა. 

მსგავსი პოსტები

Back to top button