მედიამონიტორინგი დაიწყო [ჩართვა]

ევროკავშირმა და გაერო-ს განვითარების პროგრამამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგი დაიწყო. პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

მედიამონიტორინგი ნოემბრამდე გაგრძელდება. წელსაცმედიამონიტორინგს ახორციელებენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები: “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”, “ინტერნიუს – საქართველო” და “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი”.

მედიამონიტორინგის ფარგლებში შეფასდება 40-ზე მეტი მედიასაშუალება – ტელევიზია, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედია.

მონიტორინგის ანგარიშები განთავსდება ვებგვერდზე – www.MediaMonitor.ge.

მოუსმინეთ “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” დირექტორის რამაზ სამხარაძის ჩართვას ახალ ამბებში ►

მსგავსი პოსტები

Back to top button