მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მედიის პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციაში

ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას სიტყვით გამოსვლამდე პერფორმანსი მოაწყვეს.

მათი მთავარი მოთხოვნაა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა.

“თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რადგან ის არის ნომერ პირველი ჰომოფობი ჩვენს ქვეყანაში და მოძალადე პრემიერი. გარდა ამისა, დამნაშავეები, რასაკვირველია, უნდა დაისაჯონ”, – თქვა ფორმულას ჟურნალისტმა გიორგი კიკაბიძემ.
გამოსვლისას მა თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავას ფოტო და ფურცლები წარწერებით – “გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი”, “დაისაჯონ დამნაშავეები”.

შეგახსენებთ, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მოძალადეების მიერ იყო ნაცემი, ხოლო 11 ივლისს გარდაიცვალა. შსს-ს განცხადებით კი, მიზეზი არის ზედოზირება.

მსგავსი პოსტები

Back to top button