მნიშვნელოვანისაქართველო

გერმანიიდან საქართველოს 68 მოქალაქე გამოაძევეს

გერმანიიდან საქართველოში ჩარტერული ავაირეისით ჩამოიყვანეს 68 მოქალაქე, რომლებსაც აღარ ჰქონდათ ევროკავშირის ტერიტორიაზე დარჩენის უფლება.

მათი ნაწილი წლებია გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ცხოვრობდა, თუმცა უმეტესობა უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ წავიდა თავშესაფრის მოთხოვნით.

მათი რეადმისია გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან და ისლანდიიდან განხორციელდა საქართველოს მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოქალაქთა დასაბრუნებლად დიუსელდორფი-თბილისის ჩარტერული ავიარეისი დაიგეგმა გერმანიის ფედერალურ პოლიციასა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო “ფრონტექსთან” კოორდინაციით.

შსს-ს ცნობითვე, ამავე ავიარეისით რეადმისირებულთა გარდა, საკუთარი სურვილით დაბრუნდა საქართველოს 5 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button