მედიცინის პროფესორი მთავრობას სამოქმედო გეგმის შემუშავებას ურჩევს

კოვიდრეგულაციების გახანგრძლივება გამოსავალი არ არის, აცხადებს მედიცინის პროფესორი გიორგი ფხაკაძე.
გაეროს დამოუკიდებელი ქართველი ექსპერტის პროგნოზები კოვიდთან დაკავშირებით საკმაოდ სკეპტიკურია. თუმცა როგორც ის აღნიშნავს, ქვეყანას ახლა გადასარჩენად გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, ერთმანეთის გვერდით დგომა და სამედიცინო პირბადესა და დისტანციაზე მკაცრი რეგულაციები სჭირდება.
“თუ მთელი მსოფლიო არ იქნება ვაქცინირებული, ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, მსოფლიო ვერ დაიწყებს მუშაობას ხელახლა. ამას სჭირდება დრო და რესურსი. ჩაკეტილები ვიყოთ 2023 წლამდე? ეს ხომ შეუძლებელია. დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა, როგორ უნდა შევცვალოთ ჩვენი საზოგადო ტრანსპორტის სისტემა, მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები – ეს ხომ ყველაფერი ასამუშავებელია. ჩვენ ერთი წელიწადი ხომ დავკარგეთ, ვიკეტებით და ველოდებით. კი არ უნდა ვიკეტებოდეთ, ჩვენ უნდა ვგეგმავდეთ როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ ვირუსთან,” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
გიორგი ფხაკაძის ხმა მოისმინეთ