“მეგა”გამარჯვებულებს დააჯილდოებს

წლის შემაჯამებელი ქართული მუსიკალური პრემია “მეგა” 2017 წლის გამარჯვებულებს დააჯილდოებს.

1 დეკემბერს, „თბილისი არტ-ჰოლიში“, ცოტნე დადიანის ქ N26-ში,  საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” მე-18 ცერემონია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობასაც ტრადიციულად მიიღებენ ქართული ხელოვნების და კულტურის წარმომადგენლები, ძველი და ახალი თაობის ვარსკვლავები, კომპოზიტორები, ანსამბლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

ორგანიზატორების თქმით, დაჯილდოების ცერემონიალი ტრადიციულად წითელი ხალიჩის და ფოტოსესიის თანხლებით გაიმართება.

წელს “მეგაზე” წარმოდგენილია სხვადასხვა ნომინაციის 25 ერთეული. – 18 ჰიტი მე-18 „მეგაზე“

“მეგა” უკვე 18 წელია არ ღალატობს ტრადიციას და ქართული ესტრადისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს აჯილდოებს.

ქართულ-შოუბიზნესში “მეგა” ერთადერთი დამოუკიდებელი პრემიაა, რომელიც ჟურნალისტმა და გამოცემა “ვარსკვლავების” მფლობელმა ბესო ჩუბინიძემ საქართველოში 1999 წელს დააფუძნა.

ნომინატებს მეგა მასობრივი გამოკითხვების, ანკეტირების, საკონცერტო და რადიო-მონიტორინგის საშუალებით იკვლევს.

ბესო ჩუბინიძის თქმით, “მეგა” წლებია ღირსეულად ახორციელებს ხელოვნების ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების დაფასებას, ხელშეწყობას, მათი განვლილი ღვაწლის და კონკრეტული წლის განმავლობაში მათი აქტიურობით შექმნილი პროდუქციის და გამორჩეული ნამუშევრების დაჯილდოებას. წლებია უკვდავყოფს იმ ადამიანთა სახელებს, რომლებმაც თავისი ღირსეული კვალი დატოვეს ქართული ხელოვნების ამ მიმდინარეობის განვითარებაში.

[g-carousel gid=”67223″ height=”200″ per_time=”5″]

“მეგა”-ს ორგანიზატორების თქმით, ცერემონიალზე ყოველ წელს დაწესებულია ირაკლი ჩარკვიანის სახელობის “მეფეს მეგა”, უნიჭიერესი ქართველი მუსიკოსის დათო ოძელაშვილის სახელობის “ოძელას მეგა” და ქართული ფოლკის უდაო მარგალიტის თეონა ქუმსიაშვილის სახელობის “თეონას მეგა”, რომლის ნომინაციებში ღირსეულ გამარჯვებულებს უკვე წლებია მათი ოჯახის ახლო წევრები გადასცემენ ქვეყნის მთავრ მუსიკალურ ჯილდოს და წოდებას, 2015 წელს კი, დაწესდა ეთერ კაკულიას სახელობის სპეციალური „მეგა“ – „ეთოს მეგა“ ნომინაციაში „წლის პოზიტივი“.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი, რომელიც “მეგას” მედიპარტნიორია, წარმატებას უსურვებს ნომინანტებსა და პრემიის ორგანიზატორებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button