სპორტი

„მეინ როუდის ჯადოქარი“- „მანჩესტერ-სიტიმ“ გიორგი ქინქლაძის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო

ბიოგრაფიული ფილმი, რომელიც ინგლისურმა გრანდმა „სიტის“ ვარსკვლავის შესახებ გადაიღო, მალე ინგლისური გრანდის ოფიციალურ არხზე, CITY+ -ზე გავა.

„მეინ როუდი“ სიტის ძველი სტადიონის სახელწოდებაა. ქართველი ლეგიონერი აქ, 1995-98 წლებში თამაშობდა და მინდორზე მის მიერ შესრულებული ბევრი ლამაზი შოუ ახსოვს გულშემატკივარს.

„ქართველს დიდი ტალანტი ქონდა.მას ნებისმიერ მატჩში შეეძლო ცეცხლის დანთება. ქინქლაძემ თავისი განუმეორებელი თამაშით „მანჩესტერ სიტის“ ბნელი ხანა გაანათა“. – წერს ფილმის პრემიერის წინ ინგლისელი ჟურნალისტი რობ პოლარდი.

შეგახსენებთ,რომ გიორგი ქინქლაძე „სიტიში“ თბილისის „დინამოდან“ 1995 წლის ზაფხულში გადავიდა. კლუბის მაისურით, ქართველმა 106 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

პრემიერლიგიდან ის ჰოლანდიის ჩემპიონატში მოხვდა. სიტიმ 1998 წელს ქინქლაძე 6,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ „აიაქსში“ გაყიდა.

ამჟამად, 47 წლის ვეტერანი ფეხბურთელი სამწვრთნელო კარიერითაა დაკავებული.

გასული საუკუნის 90-იანი წლების ლეგენდა თბილისში „მანცესტერ-სიტის“ აკადემიის გახსნას გეგმავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button