მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თუშეთის მოსახლეობას სააღდგომო ნობათები გადასცეს

თუშეთში მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ. სურსათი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, თუშეთის ადმინისტრაციულ ცენტრში, სოფელ ომალოში ჩაიტანეს.

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ოქტომბრის ბოლოდან მაისის თვემდე იკეტება და გზის გახსნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი, უფასო ავიარეისებს რეგულარულად ასრულებს.

ნობათები ადგილობრივ მოსახლეობას, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა გადასცა.
თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია სასურსათო ნობათებს, ყოველ დღესასწაულზე გადასცემს. თანხა მაღალმთიანი სოფლებისათვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშია გთავალისწინებული.

წლევანდელ ზამთრის სეზონზე, თუშეთის სოფლებში 27 ადგილობრივია დარჩენილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button