რეგიონი

„მეხუთე კოლონა“ – წარწერა ლაგოდეხში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე

„მეხუთე კოლონა“ – ასეთი წარწერა დატოვეს ლაგოდეხში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე.

წარწერა პარტიის წარმომადგენლებმა დღეს, ოფისში მისვლისას აღმოაჩინეს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ევა ლომთაძე ამბობს, რომ ეს უშიშროების სამსახურების ხელწერაა და პარტია სამართალდამცავებისგან რეაგირებას ითხოვს.

” ეს სუსის ხელწერაა. იმის მაგივრად, რომ რუსულ პლატფორმაზე მყოფი პარტიებისა და მათი ოფისების საკითხით დაინტერესდნენ, ჩვენს ოფისზე ტოვებენ წარწერებს.საკრებულოს სხდომაზე გავაკეთეთ განცხადება რუსული ორიენტაციის პარტიების ოფისებით დაინტერესებაზე, თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარემ, როგორც ჩანს ერთიანი წესით ნაკარნახევი წერილი წაგვიკითხა და რატომღაც უკრაინის მხარდამჭერი აქციები ოპოზიციური პარტიების პროვოკაციად მოიხსენია.ახლა აქ პოლიცია იმყოფება და ვნახოთ, რას იზამენ”-განაცხადა ლომთაძემ, რადიო ჰერეთთან.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან სათვალთვალო კამერებიცაა დამონტაჟებული.

შეგახსენებთ, კახეთში ოპოზიციური პარტიის ოფისებზე წარწერების დატოვების შემთხვევა თელავშიც დაფიქსირდა.

4 მარტს, თელავის ოფისს საღებავი შეასხეს და რუსულ ენაზე წარწერა “русскии карабль иди ** ***” დატოვეს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button