მსოფლიოსაქართველოსიახლეები

მეკობრეების ტყვეობას გადარჩენილები უსაფრთხოდ არიან

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, ნიგერიაში მეკობრეების მიერ ქართველი მეზღვაურების გატაცების საკითხზე, უწყება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი აცხადებს, პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებიდან 4 ქართველი მეზღვაური, რომელიც მეკობრეებს გადაურჩა, ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზე იმყოფება და დღეს დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ტოგოს ნავსადგურ ლომეში შევა.

თამარ იოსელიანის ინფორმაციით, ოთხი მეზღვაურის საქართველოში დაბრუნების პროცედურები მალე დაიწყება.

“გემთმფლობელი არის ძალიან პასუხისმგებლიანი. მან უკვე დაიქირავა კრიზისების მართვის ჯგუფი, რომელიც მუშაობს მეზღვაურებთან დაკავშირებით. ინტენსიურად ვართ ჩართული პროცესში როგორც სააგენტო, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატიური უწყებები. რაც შეეხება გემზე დარჩენილ ოთხ ქართველ მეზღვაურს, ისინი დღეს შევლენ ლომეს პორტში და დაიწყება დაბრუნების პროცედურები. მოგეხსენებათ, მეზღვაურების როტაცია მსოფლიოში შეფერხებულია. ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, ვინც ამ პერიოდში მოვახერხეთ მეზღვაურების დაბრუნება და ამ ოთხის დაბრუნებაზეც მიმდინარეობს მუშაობა, ოღონდ ამ პროცესს სჭირდება განსაკუთრებული ორგანიზება”. – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიაში, პანამის დროში ქვეშ მცურავ გემს მეკობრეები 30 აპრილს დაესხნენ თავს და 10 მეზღვაური გაიტაცეს, რომელთა შორისაც საქართველოს 9 მოქალაქეა. მეკობრეებს გემზე მყოფი 4 ქართველი გადაურჩა.

მსგავსი პოსტები

Back to top button