მნიშვნელოვანისიახლეები

შსს აქტიურად მუშაობს არასრულწლოვნების დანაშაულების პრევენციის მიზნით

გომელაურის თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც „14-წლამდე, 5-6 ბავშვი თავს დაესხა უცხოელებს, ანუ ტურისტებს, ტელეფონი მოპარეს, წააქციეს“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს არასრულწლოვნების დანაშაულების პრევენციის მიზნით.

როგორც გომელაურმა პარლამენტში აღნიშნა, მუშაობა მიმდინარეობს გერმანული მოდელის დანერგვაზე, რომელიც დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნების სპეციალურ საცხოვრებლებში გადაყვანას მოიცავს.

გომელაურის განმარტებით, ეს იქნება არა ციხე, არამედ ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის პირობების მქონე დაწესებულება, საიდანაც გამოსვლა პირს მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე შეეძლება.

“ვმუშაობთ იუსტიციის, ჯანდაცვის, განათლების სამინისტროებთან ერთად გერმანულ მოდელზე, რომ ცალკე გაკეთდეს საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება. ბავშვთა სახლში გადაყვანის შემთხვევაში როგორც ხდება, რომ მიიყვან და მეორე დღეს გამორბის, ისევ ქუჩაში დგას, ისევ რაღაცას აფუჭებს, ასე არ იქნება. იქიდან მოსამართლის გადაწყვეტილებით იქნება გამოსული. იქნება არა ციხე, არამედ ჩვეულებრივი სახლის პირობები. სკოლა იქნება, ბავშვები, მასწავლებლები, აღმზრდელები იქნებიან, იქნება განათლება, სპორტი. ვთქვათ, სამთვიანია, ექვსთვიანი, წლიანიც არის, მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში. ამ მოდელზე ვმუშაობთ აქტიურად იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. სიმართლე გითხრათ, სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ. ძალიან რთული საკითხია. ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არასრულწლოვანთა დანაშაულების პრობლემა ნამდვილად დგას, რაზეც უწყება აქტიურად მუშაობს.

გომელაურის თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც „14-წლამდე, 5-6 ბავშვი თავს დაესხა უცხოელებს, ანუ ტურისტებს, ტელეფონი მოპარეს, წააქციეს“.

„14-წლამდე ბავშვების პრობლემა მართლაც ძალიან დიდია. მაგალითად ერთი ბავშვს, არ დავასახელებ სახელს და გვარს, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი, რომელიც ჯერ 14 წლისაც არ არის, 13 წლისაა. ასეთი რაიმე ისტორიაში საქართველოშიც და მგონი უცხოეთშიც არ ექნებათ. აფთიაქში დანით შესვლა, წართმევა და ა.შ. უკვე ყველა იცნობს, პოლიციაც და მათ შორის მეც. ვმუშაობთ იუსტიციასთან, ჯანდაცვასთან და განათლებასთან ერთად, შევჯერდით გერმანულ მოდელზე, რომ ცალკე გაკეთდეს საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება და უფლება არ ექნებათ, როგორც ეს ბავშვთა სახლშია, რომ მიიყვან და მეორე დღეს ისევ ქუჩაშია და რაღაცას აფუჭებს. იქ იქნება არა „ციხის“, არამედ სახლის პირობები. იქნება სკოლა, რამდენიმე ბავშვი, მასწავლებელი, აღმზრდელი. ამ მოდელზე ძალიან აქტიურად მუშაობს იუსტიციის სამინისტრო და ჩვენ ერთად ვართ ჩართულები. სხვა გამოსავალი, სიმართლე რომ გითხრათ, მე ვერ ვნახე,ძალიან რთულია. გეთანხმებით, რომ ეს რეალურად პრობლემა არის. იყო შემთხვევები, როდესაც 14-წლამდე, 11-12 წლის 5-6 ბავშვი თავს დაესხა უცხოელებს, ანუ ტურისტებს და ტელეფონი მოპარეს, წააქციეს. მსგავსი შემთხვევები იყო ბათუმში, თბილისში მეიდანზე. იყო ძალიან ბევრი შემთხვევა ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულების მხრიდან. ამის შემდეგ ხდება მათი გადაცემა, ხშირ შემთხვევაში პატრონები არ აკითხავენ და ჩვენი თანამშრომლები ჩადიან, ჩაჰყავთ სახლამდე, თვითმფრინავის ბილეთებს ვიღებთ და ა.შ. ესეც დიდი პრობლემაა. ასევე, იყო შემთხვევები საზღვარზე. არ დავასახელებ ქვეყანას, რომლის საზღვარზე დაგვიკავებია 10-12 ბავშვი ერთ უფროსთან ერთად მოდიან არც საბუთი აქვთ არანაირი. იგივე შუქნიშნებთან, ყველას შეგვინიშნავს ბავშვები, რომელიც თუ თანხას არ მისცემთ, მანქანას უზიანებენ. პატარები არიან 8-10 წლის. ეს პრობლემა ნამდვილად დგას და ვმუშაობთ აქტიურად“, – აღნიშნა გომელაურმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button