მსოფლიო

მელანია ტრამპმა ამერიკის კაპიტოლიუმში შეჭრა მტკიცედ დაგმო

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა 6 იანვარს ვაშინგტონში მომხდარი არეულობა მტკიცედ დაგმო.

„რა თქმა უნდა, მე ვგმობ ძალადობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის კაპიტოლიუმში მოხდა. ძალადობა ყოველთვის მიუღებელია“, – ნათქვამია მელანია ტრამპის განცხადებაში.

აშშ-ის პირველმა ლედიმ ასევე გამოთქვა იმედგაცრუება იმ ფაქტის გამო, რომ ტრაგიკული მოვლენების ფონზე მის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებები და ბინძური ჭორები გავრცელდა.

„ვთხოვ ყველას, შეწყვიტეთ სისასტიკე და არასდროს გამოიყენოთ პოლიტიკური იდეოლოგია, როგორც აგრესიისა და ბოღმის საბაბი“, – განაცხადა მელანია ტრამპმა.

ვითარება ვაშინგტონში 6 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ.
შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button