“მემარჯვენეებმა” ბურჭულაძის ბლოკი დატოვეს

“ახალმა მემარჯვენეებმა” ბლოკი “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის” დატოვეს – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, არჩევნების შემდეგ, როგორც წესი, პოლიტიკური ბლოკები იშლება და პარტიები დამოუკიდებელ საქმიანობას აგრძელებენ.

მამუკა კაციტაძის განცხადებით, ბურჭულაძე პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. მისი ინფორმაციით, ბურჭულაძის პარტია ყრილობისთვის ემზადება.

მსგავსი პოსტები

Back to top button