მნიშვნელოვანირეგიონი

მემორიალს რომლის ჩამოშლის შედეგად მცირეწლოვანი დაიღუპა დემონტაჟი ჩაუტარეს

მემორიალს დედოფლისწყაროში, რომლის ჩამოშლის შედეგად მცირეწლოვანი დაიღუპა, დემონტაჟი ჩაუტარეს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში ” ვეფხვი და მოყმე” ძეგლის დემონტაჟი მას შემდეგ გადაწყდა, რაც ჩამოშლილმა ნაწილებმა, ერთი წლის წინ მცირეწლოვანი მოიყოლა.

მერის წარმომადგენელი სოფელ არხილოსკალოში იოსებ კობაიძე განმარტავს, რომ დემონტაჟი ადგილობრივი ძალებით ჩატარდა.

“დემონტაჟი განვახორციელეთ ადგილობრივი ძალებით,ნარჩენებს ეტაპობრივად გავიტანთ. დემონტაჟი გადაწყდა იმიტომ, რომ კიდევ რა მე ტრაგედია არ მომხდარიყო.ძეგლი გარედან ფერადი ლითონით იყო დაფარული, ის 90_იან წლებში გაიძარცვა და შემდგომ მზემ და წვიმებმა დააზიანა”- განაცხადა კობაიძემ.

შეგახსენებთ რომ 2023 წლის ოქტომბერში ძეგლის ნაწილი ჩამოიშალა და იქ მყოფ სამი წლის ბიჭს დაეცა. მცირეწლოვანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა

მსგავსი პოსტები

Back to top button