მენდელეევის ტაბულას 4 ახალი ელემენტი დაამატეს

მედელეევის ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემას ოფიციალურად 4 ელემენტი დაემატა. ელემენტები, ატომური ნომრებით: 113, 115, 117 და 118 თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის (IUPAC) მიერ არის ვერიფიცირებული.

113-ე ელემენტის აღმომჩენები იაპონიის ბუნებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარები არიან. მას იაპონიუმი დაარქვეს.

დანარჩენი ელემენტები რუსეთის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტისა (დუბნა) და ლივერმოლის ნაციონალური ლაბორატორიის (კალიფორნია) მეცნიერების მიერ იყო აღმოჩენილი. ელემენტებისთვის სახელწოდებების მიცემის უფლება მარტო პირველაღმომჩენებს აქვთ და მათ მოსაფიქრებლად 5 თვე მიეცათ.

პერიოდული სისტემა ბოლოს 2011 წელს გაფართოვდა, როცა მას 114-ე და 116-ე ელემენტები – ფლეროვიემი და ლივერმორიემი დაემატა.

მსგავსი პოსტები

Back to top button