მნიშვნელოვანირეგიონი

მეორე დღეა, თელავში 24 წლის ალექსანდრე ჩერნოვს ეძებენ

მეორე დღეა, თელავში 24 წლის ალექსანდრე ჩერნოვს ეძებენ.

ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან გუშინ გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

ოჯახის წევრები და მეგობრები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში გაუჩინარების სხვა შემთხვევაც დაფიქსირდა.

ერთ- ერთი ვერსიით, ალექსანდრე ჩერნოვი თბილისისკენ მიმავალი ნახეს, თუმცა სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

ოჯახი სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების მოპოვებას ცდილობს და მომხდარის შესახებ პოლიციასაც უკვე აცნობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button