მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“მეორე მხარესაც საკმაოდ დააზიანებს” ოცნებითვის წვრთნების გადადება ,,სულ მცირე გაუგებარია,,

წვრთნების გადადებას ქართული ოცნებიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა

ქართული ოცნების წევრი ნინო წილოსანი ვაშინგტონის მიერ სამხედრო წვრთნების გადადებას ეხმაურება და ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება “მეორე მხარესაც საკმაოდ დააზიანებს”.
ამის შესახებ წილოსანმა ჟურნალისტებთან თქვა.
“ეს წვრთნები ყოველთვის კეთდებოდა ორმხრივი ინტერესის ფარგლებში და თავისთავად, ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება მეორე მხარესაც საკმაოდ დააზიანებს, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ეს პერიოდი ვფიქრობ, არის გარკვეული მოცემულობების გადააზრების საშუალება და დრო და როგორც ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით პარტნიორებისგან, რომ ჩვენი ურთიერთობების დარესტარტება, ანუ ახლებურად დაწყება გაცილებით უკეთესი მოცემულობებით და პირობებით დაიწყება”, – ამბობს წილოსანი.

“ცუდია ძალიან”- კობახიძემ „ღირსეული პარტნიორის“ განუსაზღვრელი ვადით შეჩერებაზე კომენტარი გააკეთა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ღირსეულ პარტნიორთან“ დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილება, სულ მცირე, გაუგებარია. მდინარაძის შეფასებით, ძალიან მალე ყველა მსგავსი გადაწყვეტილება შეიცვლება და ეს კონკრეტულ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, საქართველო დემოკრატიის ხარისხით, რეფორმების გატარების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყნების რიგშია.
მამუკა მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „იღებს თუ არა „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას აშშ-ის მძიმე გადაწყვეტილებაზე“.
„თქვენი ბოლო დროის ერთ-ერთი ტრენდია, გადაწყვეტილებაზე პასუხიმგებლობის აღებაზე ესაუბროთ იმას, ვინც გადაწყვეტილებას არ იღებს. ეს რაღაც ახალი მახინჯი ფორმაა. პასუხიმგებლობის აღებას სთხოვთ იმ მხარეს, რომელსაც გადაწყვეტილება არ მიუღია. ჩემი აზრით, ეს არის არასწორი გადაწყვეტილება. არასწორ გადაწყვეტილებაზე გადაწყვეტილების ობიექტი და მეორე მხარე პასუხისმგებლობას ვერასდროს აიღებს. ჩვენ ვსაუბრობთ ურთიერთობების გადატვირთვაზე, ნორმალიზებაზე, იმაზე, რომ ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოუხსნას ის ფაქტობრივი სანქცია, რომელიც უდიდეს უმრავლესობას ვიზის სირთულის სახით აქვს. ჩემი აზრით, ამაში მდგომარეობს მთავარი სტრატეგიული პარტნიორობა. სხვა, გაცილებით ნაკლები კომუნიკაციის ქვეყნებს 2 000-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე მოყოლებული პროცენტულად უფრო მეტ ვიზას აძლევდნენ, რატომღაც საქაერთველოს მოქალეებისთვის ეს ვიზები ასე გახსნილი არასდროს ყოფილა. ჩვენ და ავღანეთი ვართ ერთი და იმავე სტატისტიკური მონაცემებით ვიზის აღების თვალსაზრისით. თავისუფალი ვაჭრობა, ფრენები – ამაზე ვსაუბრობთ და პასუხად ვიღებთ, რომ იცით რა, თქვენ წვრთნები გაგიუქმეთ. შემდეგ ვიღაც იტყვის, ეს არის აშშ-ის მცდელობა, რომ ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში. ჩვენ ამას არ ვამბობთ, მაგრამ ვიღაც ამას რომ იტყვის, შემდეგ მოხვალთ და მკითხავთ, ეთანხმებით თუ არა? შეიძლება, ამის შესახებ ეჭვი ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ჩვენ ასე არ განვიხილავთ საკითხებს, ჩვენ ასე არ შევდივართ თემის სიღრმეებში და ვფიქრობთ, რომ ეს არის, სულ მცირე, გაუგებარი გადაწყვეტილება. იმ ფონზე, როცა საქართველო დემოკრატიის ხარისხით, რეფორმების გატარების თვალსაზრისით და ა.შ. მოწინავე ქვეყნების რიგშია, მაგალითად, ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება არის გაუგებარი. მგონია, რომ ძალიან მალე, მაგალითად, რამდენიმე თვეში ასეთი და ყველა მსგავსი გადაწყვეტილება შეიცვლება და ეს კონკრეტულ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული“, – განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
ამავდროულად, მდინარაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ არცერთ წარმომადგენელს არასდროს უთქვამს, რომ აშშ ცუდია და არც მეორე ფრონტთან დაკავშირებით ყოფილა ამერიკის მიმართ ბრალდება.
„„ქართული ოცნების“ არცერთ დეპიუტატს, მთავრობის არცერთ წევრს, ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არასდროს უთქვამს, რომ ევროკავშირი ცუდია, აშშ ცუდია. მსგავსი რამ არ გვითქვამს. მეორე ფრონტიც არასდროს დაგვიბრალებია ჩვენ აშშ-ისთვის. არც „გლობალური ომის პარტია“ გვიწოდებია არასდროს აშშ-ისთვის. ამომიღეთ ერთი ფრაზა, რომ „გლობალური ომის პარტიას“ ვუწოდებთ აშშ-ს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების გადადების შესახებ.
„ცხადია, ცუდია, რომ გადაიდო, თუმცა ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს, ცალმხრივი ვერ იქნება აღნიშნული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. ველოდებით, რომ ეს მიდგომები და დამოკიდებულებები შეცვლილი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ვერავინ მოიყვანს მაგალითს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალა.
„ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი არის შეცვლილი. ბუნებაში არ არსებობს უბრალოდ. ეს არის ფარისევლობა. არანაირი მაგალითი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კურსი შეცვლილია. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არადემოკრატიული, არაევროპული ნაბიჯები გადადგა. მოყოლებული 2012 წლიდან, ყველა ხელშესახები წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე გაკეთებულია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ“, – განაცხადა მან.
დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ხელისუფლება არ დაუშვებს, ვინმეს კარნახით ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯი გადადგას.
„საქართველო ვერ იქნება ვინმეს ვასალი. შეუძლებელია. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამისთვის ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს და არავის მიეცემა იმის შესაძლებელობა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უბრძანოს და გადაადგმევინოს ისეთი ნაბიჯი, რომელიც, თავიდანვე ვიცით, რომ პრობლემური იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და მოსახლეობისთვის. გვახსოვს მოწოდებები სანქციებთან, მეორე ფრონტთან, სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები გაღრმავდეს, მოხდეს გადატვირთვა და თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button