რეგიონი

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 103 წლის გახდა

თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, შალვა კუპატაძე 103 წლის გახდა.

1919 წელს დაბადებული ვეტერანი, სოფელ ფშაველში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

ახლობლების ინფორმაციით, შალვა კუპატაძე ჯანმრთელობას არ უჩივის და დღემდე, შრომისუნარიანია.

ვეტერანი მეორე მსოფლიო ომში დაწყებისთანავე, 22 წლის ასაკში წავიდა.

1942 წელს, ის მძიმედ დაიჭრა და რამდენიმე თვის განმავლობაში, მკურნალობა და რეაბილიტაცია დასჭირდა.

ომიდან დაბრუნების შემდეგ, კუპატაძე, სოფელ ნაფარეულის სკოლაში დაწყებით სამხედრო მომზადებას ასწავლიდა.

ვეტერანს 3 შვილი, 6 შვილიშვილი, 13 შვილთაშვილი და 2 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

დაბადების დღის საჩუქრად, შალვა კუპატაძემ თელავის მუნიციპალიტეტის მერიისგან საჩუქრად ფულადი თანხა მიიღო.

თელავის მუნიციპალიტეტში, სულ მეორე მსოფლიო ომის მხოლოდ სამი ცოცხლადდარჩენილი ვეტერანია და ერთ- ერთი მათგანი, ქალია.

მსგავსი პოსტები

Back to top button